მსოფლიო ჩემპიონატს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 20 ოქტომბერს დაიწყო და 28 ოქტომბერს დასრულდება, წელს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ჩემპიონატზე ორი ოზურგეთელი სპორტსმენი _ დავით ჩხარტიშვილი (60კგ.) და გიორგი ხუჭუა (72კგ. მწვრთნელები ძმები ზურაბიანები) იბრძოლებს პირველობისთვის.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოდან 10 სპორტსმენი გამოვა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ მსოფლიო ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა უკვე დაასახელა: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ).
სპორტსმენები ბუდაპეშტში 23 ოქტომბერს ჩავლენ.