ტყუპი
ჰაერის ნიშანია, თანაც გაორებული. ამიტომ ნებისმიერი ტყუპის თავი სავსეა ჩიტებითა და ტარაკანებით, რომელსაც იგი გულუხვად უნაწილებს გარშემო მყოფებს. ტყუპი არაპროგნოზრებადები, თუმცა ნაკლებად ბოღმიანი ხალხის კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ უმეტესობას მოთმინება არ ჰყოფნის აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები, ამიტომ დაწყებული საქმეები, როგორც წესი, არასოდეს მიჰყავთ ბოლომდე და საზოგადოებაში ხშირად იმკვიდრებენ არასაიმედო, არასერიოზული ადამიანის სახელს.
ქალწული
ალბათ გიკვირთ, ქალწულის ამ საპატიო ორეულში მოხვედრა, ერთი შეხედვით ხომ ეს ადამიანები წესრიგისა და დისციპლინის განსახიერებას მოგვაგონებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, იმიტომ რომ, ტყუპის მსგავსად ქალწულიც მუტაბელურ (ცვალებად) ნიშანთა კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან ყველა სახის უცნაურობას უნდა ველოდოთ. ქალწული შეიძლება სისუფთავეზე გაგიჟებული უფროსი იყოს, რომელიც ოფისის თანამშრომლებს აიძულებს ხელები ყოველ საათში ერთხელ დაიბანონ. მან შეიძლება დასვენების დღეებშიც იმუშაოს, ხოლო უცნობ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ კაბინეტში დეზინფექცია ჩაატაროს მიკრობების გასანეიტრალებლად.