ხშირად წყვილებს ჰოროსკოპის შეთავსების მიხედვით არჩევენ. ზოგს არ სჯერა ბედსა და იღბალზე ვარსკვლავების გავლენა, ბევრის შემთხვევაში კი საოცარი დამთხვევა სკეპტიკოსობაზე უარს ათქმევინებს ხოლმე. თხის რქა და ტყუპები ყველაზე შეუთავსებელ ზოდიაქოს ნიშნებს წარმოადგენენ.
თხის რქა- მუდამ სტაბილური და საქმიანია. იშვიათად უყვარდება, თუმცა მას, ვისაც ირჩევს პარტნიორად, უძღვნის მთელს გულს და გრძნობებს. საფუძვლიანად ეკიდება ოჯახის შექმნისა და მოვალეობების საკითხებს.
არამდგრად და სხვანაირად მშვიდ ტყუპებს კი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფერთან. იმპულსურები არიან და ხშირად ატანენ სიტყვებს ქარს, მათი არასერიოზულობა მოულოდნელობებსა და სურპრიზების ძიებას იწვევს. ამიტომ თხის რქას ხშირად მოუწევს აპატიოს, აიტანოს და შეეგუოს პარტნიორის მსგავს დამოკიდებულებებს გეგმებთან. ტყუპებს კი მოუწევს უარი თქვას ხმაურიან წვეულებებსა და დღესასწაულებზე და იყოს კონსერვატიული, როგორც მის პარტნიორ თხის რქას შეეფერება.
გონებამახვილი და სერიოზული თხის რქა ადვილად ვერ იპოვის საერთოს ქარაფშუტა ტყუპებთან. მსგავსი ურთიერთობა ადვილი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ნურც ერთმანეთის შეცვლას ეცდებით, უბრალოდ წადით კომპრომისზე, შეხედეთ მოვლენებს პარტნიორის თვალით და თქვენ აღმოაჩენთ ბევრ სიახლეს. სწორად შერჩეული ურთიერთობები ცხოვრებაში გაცილებით ბევრს გასწავლით და ყველაფერი საიმედო და მყარი კავშირით დასრულდება.