ლანჩხუთელი ახალგაზრდა გიორგი დოლიძე გარდაიცვალა, _ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგის მეგობრები ავრცელებენ.
როგორც მეგობრები წერენ, ის ოჯახის წევრებმა დილით საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს. გიორგის ორიოდ თვის წინ ჰქონდა ჯვრისწერა.
“ვაიმეეე, გიო, როგორ დაგვწყვიტე გული. ღმერთო, არ მჯერა. რამდენიმ დღის წინ, შენი გაბედნიერების ფოტოებს ვნახულობდი, ახლა კი ასეთი ამბავი გავიგე!! რა უსამართლოა ცხოვრება!! სიტყვებიც უძლურია, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, ჩვენ სულ გვემახსოვრები; ორიოდ თვის წინ ჯვრისწერა გქონდა”, _ წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს გიორგი დოლიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.