კომპანია „Ford“ მამაკაცებს ახალ სუნამოს სთავაზობს, რომელსაც ბენზინის არომატი აქვს.
ელექტრომობილების მძღოლების 70% აღიარებს, რომ ტრადიციული ავტომობილებზე უარის თქმის შემდეგ ყველაზე მეტად საწვავის სუნი ენატრებათ. სწორედ ამ ადამიანებზე იქნება გათვლილი არომატი სახელწოდებით „Mach-Eau“. ამასთან, არომატი ახალი კომპანიას ავტომობილის „Mach-E GT“-ის გაყიდვაში უნდა დაეხმაროს.
„Ford“-ში სპეციალური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ყველაზე პოპულარული არომატების სიაში ბენზინი ისეთ სასიამოვნო სუნებს უსწრებს, როგორებიც ღვინო და ყველია.
სუნამოს შექმნაში „Ford“-ს კომპანია „Olfiction“-ი დაეხმარა.
[sexy_author_bio]