ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა იანიკ რიდმა მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი ველოსიპედი – “Hornster” შექმნა.
ველოსიპედის სიგნალის ხმის სიმძლავრე კონკორდის აფრენის ხმას უტოლდება და 178 დეციბელამდე აღწევს.
ეს უცნაური გამოგონება იანიკისთვის პირველი არ არის. მას ეკუთვნის “ბონდის ველოსიპედიც”, რომელიც სიარულის დროს ცეცხლს უშვებს.
რიდის თქმით, “Hornster”ერთგვარი მოწოდებაა იმ მძღოლებისთვის, ვინც ველოსიპედით მოსიარულეებს ყურადღებას არ აქცევს.
ავტორი