“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ოპოზიციის შეხვედრაზე “დაბოლილები” მივიდნენ და ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ.
“ახალგაზრდები შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც მთავარია აზროვნებისთვის. მოსული იყო ორივე დაბოლილი დღეს და უნდოდათ, როგორც ყოველთვის რასაც საერთოდ აკეთებენ, ყურადღების მიქცევა, ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და ახლა დღეს მოიგონეს,რაღაც მეორე სისულელე”, – ამბობს კახა კუკავა.
ოპოზიციის საერთო შეხვედრა “გირჩმა” დღეს დროზე ადრე დატოვა.