“გურია ნიუსის” რედაქციაში რამდენიმე ზარი შემოვიდა, რომელთა ადრესანტების თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრებ ოჯახში კორონავირუსი დაფიქსირდა. მათი თქმით, ვირუსის გავრცელების წყარო ზემოხეთში დაფიქსირებულ ფაქტს უკავშირდება.
“გურია ნიუსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიას დაუკავშირდა. მჟავიას თქმით, მისთვის ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.
“ჯერჯერობით, ვერაფერს დაგიდასტურებთ. ამ ეტაპზე ჩემთვის არაფერია ცნობილი. ინფორმაციები იკრიბება 5 საათისთვის და თუ რამე სიახლე იქნა, მაშნ მოგახსენებთ”, _ გვითხრა მჟავიამ.
“გურია ნიუსი” ასევე დაუკავშირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ფარცხმაში, ზურაბ გურგენიძეს.
“დილიდან დავდივარ. ორივე სოფელი შემოვიარე, მაგრამ მსგავსი არსად გამიგია. არც ის გამიგია ვინმეს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდაო. ამ ეტაპისთვის არაფერია ჩემთვის ცნობილი”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.