ეს საოცარი “ორქიდეა მაიმუნი” საიდუმლოდ არის გადამალული თვალისთვის მიუწვდომელ სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკვადორის და პერუს ღრუბლიან ტყეებში, რომლებიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა.
მოყვარულმა ფოტოგრაფმა და ყვავილების კოლექციონერმა იერკია შულცმა მოახერხა რამოდენიმე გასაოცარი სურათის გადაღება.
ორქიდეის სამეცნიერო სახელია “Dracula Simis” რაც სიტყვა სიტყვით “პატარა დრაკონს” ნიშნავს. სახელი “ორქიდეა მაიმუნი” კი შეარქვეს ყვავილების მაიმუნის სახესთან საოცარი მსგავსების გამო.
იგი შეიძლება იყოს მონაცრისფრო ვარდისფერიდან მოწითალო ფერამდე. სახეობათა მთელი სპექტრი არის გავრცელებული ევროპაში, რუსეთში, მცირე აზიაში და ირანში. აღსანიშნავია, რომ ეს ყვავილი თავისი ლამაზი და განსაკუთრებული შესახედაობის მიუხედავად გამოირჩევა არცთუ სასიამოვნო სურნელით…