სიახლე ხარაგაული-ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ერთლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ. 4-კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორლიანდაგიანია. განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს. (R)