ორმხრივი სროლა იყო ცოტა ხნის წინ თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე. მედიის ინფორმაციით, დაიჭრა ახალგაზრდა კაცი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და პოლიციელები თვითმხილველებს კითხავენ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.