პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტების განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. ლევან სამუშიასა და ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა „ქართულ ოცნებას“ ამნისტიის კანონპროექტი დაუწუნა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე. სახეს ნუ კარგავთ. ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი“, – ასე მიმართა ალუდა ღუდუშაურმა ლევან სამუშიას.
ამ ინციდენტის გამო კომიტეტის სხდომაზე ხუთწუთიანი შესვენება გამოცხადდა. კომიტეტის სხდომა უკვე განახლდა.