“გურია ნიუსისთვის” სენაკში მომხდარი უმძიმესი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც წყარო გვიყვება, ორმა ავტომობილიდან გადმოხტომა შეძლო, ორი კი დაშავდა.
დაშავებულთაგან ერთი, 25 წლამდე ასაკის მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“საშინელი ხმა ჰქონდა. ორს ავტომობილიდან გადმოხტომა მოუსწრია და ამან იხსნა, ორს კი, სამწუხაროდ, ვერა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, მათგან ერთი გვიან ღამითვე, რეანომობილით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, _ ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა _ ავტომობილი, რომელშიც 25 წლამდე ახალგაზრდები ისხდნენ, ბორდიურს შეასკდა. ორ დაშავებულს სასწრაფოს ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს დახმარება, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდები აბაშიდან არიან.
ავტორი