“გულისტანის“ მუშები მომავალი კვირის ორშაბათიდან დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს.
როგორც “გულისტანის” ქარხნის მენეჯერი მარინა ჩხაიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, იმ დოკუმენტის პირობები, რომელსაც საწარმოს წარმომადგენლებმა და მუშებმა მოაწერეს ხელი, შესრულდება.
“საწარმოს თანამშრომლები ორშაბათს დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს“, – გვითხრა მარინა ჩხაიძემ.
“გულისტანის“ მუშის ლადო ურუშაძის თქმით, 20-ვე გაფიცული ადამიანი დაუბრუნდება თავიანთ სამუშაოს და ეს შეთანხმება ყველასთვის მისაღებია.
“ჩვენ ვითხოვდით ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ველოდებით ორშაბათს, რადგან დავიწყოთ მუშაობა“, _ გვითხრა ლადო ურუშაძემ.
ავტორი: გიორგი გირკელიძე