ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ლანჩხუთში მომავალი კვირის ორშაბათიდან საბავშვო ბაღები იხურება.
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, ნატა კობალავას ინფორმაციით, მითითება საბავშვო ბაღების დახურვის თაობაზე მთავრობისგან უკვე მიღებულია. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა ერთი თვის ვადით იგეგმება.
„ცოტა ხნის წინ მივიღეთ მითითება, რომ ცხრა ნოემბრიდან საბავშვო ბაღები დაიხუროს. ჯერჯერობით საუბარია სააღმზრდელო პროცესის ერთი თვით შეწყვეტაზე. ყველაფერი დამოკიდებულია, თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება ქვეყანაში“-გვითხრა ნატა კობალავამ.