პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება:
“პრემიერის განცხადებაში მთავარი პრობლემა შინაარსი კი არ არის, რომელიც ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა. პრობლემა იმაშია, რომ პრემიერის ნებისმიერი განცხადება რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი კი ასეთია – ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა აზრზე მოდიო. შიგნით ვიღაცამ აგინა, ვიღაცამ გული მოიფხანა. თუ ვინმე ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს და პოლიტიკას ეძახის, ეს უკვე მისი პრობლემაა”, _ წერს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლების მისამართით მიმართვა გაავრცელა: “ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც”, _ ნათქვამია მიმართვაში.