საზარელი ტრაგედია მოხდა გორში – 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს”მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. “ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ”,-განმარტავს ზაზა კორინთელი.
რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი დარჩა.