ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ცნობისთვის, ტიტული რომელიც კიტეიშვილმა მოიპოვა 1997 წლიდან თამაშდება.
კიტეიშვილის “შტურმი” გასულ წელს ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ქართველმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.