გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიაში იმყოფება.
მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა კომპანიის „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა.
შეხვედრაზე მეთხილე ფერმერებმა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს.
„წელს მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული თხილის ხარისხი, ასევე გაზრდილია რაოდენობაც. ახლა აუცილებელია, რომ თხილის დაბინავება, შენახვა, შრობა მოხდეს შესაბამის პირობებში, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფერმერების შემოსავალი. მაღალი ხარისხის თხილზე მოთხოვნა დიდია და ფასიც, შესაბამისად, მაღალი“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, რეგიონში თხილის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე პროცესების გაცნობა არის საფუძველი დარგის განვითრების ხელშეწყობის სამომავლო გეგმების შესამუშავებლად.