ზუსტად ერთი წლის წინ ავტოსაგზაო მოხდა ჩოხატაურში. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა _ თომა ჟღენტი, გოგა მეფარიშვილი, სოსო მეფარიშვილი და გიორგი ხაჯიბეგოვი დაიღუპა.

“ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, თომა.
რაც შენ დაგვტოვე თომა. შენი ნაადრევი წასვლა აუტანელი ტკივილი და შეუცვლელი დანაკლისია. სიყვარულით და სიკეთით სავსე ადამიანები არასდროს კვდებიან. დრო ვერ აქარწყლებს მონატრებას. შენ მარადიულად იქნები ჩვენს გულებში. როგორც სამუდამო მოგონება და დაუვიწყარი ადამიანი”, _ წერს სოციალურ ქსელში თომა ჟღენტის ახლობელი, ხათუნა წიტაიშვილი.
“რა საშინელი დღე იყო. როგორი თავზარდამცემი… ნათელი ამ კეთილი ბიჭის სულს”.
“ოთხი საჯიშე ბიჭი აღარ ჰყავს ჩოხატაურს”
“ღმერთო, რატომ დაუშვი, რატომ გაამწარე კიდევ ოთხი ოჯახი.
“დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, თომა, უშენოდ ცხოვრების გზის გაგრძელება”
“რჩეულები იყავით, გამორჩეულთა შორის გამორჩეულები.
ბიჭებო, მოუშუშებელი იქნება თქვენი ამქვეყნიდან წასვლა თქვენი საძმოსთვის”.
“ეს რა გვიქენით, ბიჭებო, სად გეჩქარებოდათ!” _ წერენ სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭების ახლობლები.
































































