როგორც ვიუწყებოდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საგზაო მაგისტრალზე, ავტოავარიით 4 შვილის დედა, ახალგაზრდა ქალბატონი დაიღუპა.
გურია ნიუსს“ შსს პრესამსახურიდან მოაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის , 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„გურია ნიუსს“ სოფელ მერიიდან ასევე მოაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალბატონი მარინა მურვანიძე-ცერცვაძეა, რომელიც იმავე სოფელში, დედასთან იმყოფებოდა და იქედან შინ, სოფელ მერიაშივე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბრუნდებოდა.
გზაზე მიმავალს, იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ზურგიდან დაეჯახა.
_ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. საცოდაობაა. შვილები ყველა არასრულწოლოვანია და მერიის საჯარო სკოლის მეცხრე, მერვე და მეოთხე კლასებში სწავლობენ. ერთი სასკოლო ასაკის ჯერ არ არის. ავტომანქანის მძღოლიც მერიის მკვიდრი აღმოჩნდა, _ გვითხრეს სოფელში.
„გურია ნიუსი“ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
[sexy_author_bio]