ბათუმში, დიმა კოღუაშვილის და ნონა ვარშანიძის ექვსშვილიან ოჯახში, ოთხი ტყუპია. დემეტრე, ანდრია, მაიკო და ბარბარე გუშინ ცხრა წლის გახდნენ და ზეიმს დღესაც აგრძელებენ.
_ესენი ოთხი დღის განმავლობაში მაინც უნდა ზეიმობდნენ. მართალია, ერთ დღეს, ერთად დაიბადნენ, მაგრამ ერთდღიან ზეიმს არ სჯერდებიან. საოცარი ბვშვები არიან. ნიჭიერები, ლამაზები, ხალასები. ჰყავთ უფროსი და ნინი, რომელიც სტუდენტია და პატარა ძმა ალექსანდრე. სულ ექვსი და-ძმაა ამ ოჯახში. ახალგაზრდა მშობლები თავს ევლებიან შვილებს და მათით ხარობენ, რაც არანაკლებ სასაიხარულო და გადამდებია ჩვენთვის, ახლო მეგობრებისთვის, – გვითხრა ოჯახის მეგობარმა მაია ნაკაიძემ.
„გურია ნიუსი“ დღეობას ულოცავს ოთხ ტყუპს: დემეტრეს, ანდრიას, მაიკოს და ბარბარეს!
ავტორი: მარინა ჩიხლაძე