ბათუმელები, ოთხი ტყუპი: დემეტრე, ანდრია, ბარბარე და მაია კოღუაშვილები , 4 ივლისს ათი წლის გახდნენ.
_ზეიმი შუაღამისას დაიწყო. როგორც კი ღამის 12 საათი გახდა! დილით კი „ოაზისში“ გადავინაცვლეთ! საოცრებაა, ოთხ ტყუპს, ორ გოგოსა და ორ ბიჭს, კიდევ უფროსი და ჰყავთ და სულ უმცროსი ძმა. ექვსი და-ძმაა, სამი გოგონა, სამი ბიჭი! ოთხი ტყუპის ზეიმი არის მხოლოდ მხოლოდ ნამდვილი ზღაპარი! საოცარი მშობლების სასწაული შვილები, ასე შეიძლება, ვთქვათ მათზე _ გვეუბნება ოჯახის მეგობარი მაია ნაკაიძე.
ბათუმელ დიმიტრი კოღუშვილსა და ნონა ვარშანიძეს ექვსი შვილი ჰყავთ. სულ უფროსი ნინი, 18 წლისაა, ყველაზე უმცროსი ალექსანდრე კი 7 წლის.
შუათანა ოთხი ტყუპი ქვეყნიერებას ათი წლის წინ მოევლინა და როგორც სამეგობროში ამბობენ, მშობლებმა, ლამის, დედამიწა ასწიეს ხელებით!
ლაღობენ, სწავლობენ, თამაშობენ, სიყვარულით ვარსკვლავებს კრეფენ და ასე იზრდებიან ტყუპები, საქართველოს იმედი და მომავალი!
„გურია ნიუსი“ ულოცავს ოთხ ტყუპს და მათ მშობლებს, მთელ ოჯახს ამ დიდ ზეიმს!
ავტორი