ერთ დღეს ბატონი რევაზ მიშველაძე მწერალ ოტია იოსელიანთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა კასპში. დარბაზიდან ერთმა ლამაზმა მანდილოსანმა მწერლებს “საინტერესო” შეკითხვა დაუსვა. ამ სახალისო ისტორიას რევაზ მიშველაძე შემდეგნაირად იხსენებდა:
“ – პატივცემულო მწერლებო, რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ცხოვრებაში ქალს მამაკაცი?
ორივე დაგვაბნია ამ უჩვეულო შეკითხვამ.
– ბატონი ოტია ჩემზე უფროსი გახლავთ, ცხოვრებაში გამობრძმედილი კაცია და უპასუხებს-მეთქი.
– არაფერიც! ბატონი რეზო პროფესორია და პროფესორს წინ ვერ გავუხტებიო, — ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ოტიამ.
მეტი რა გზა მქონდა. რაღაც მივკიბ-მოვკიბე, ვილაპარაკე კლასიკურ სიყვარულზე, პლატონურ სიყვარულზე, საუკუნის სიყვარულზე და ბოლოს დავასკვენი: სიყვარული იმდენჯერ შეიძლება მოვიდეს, რამდენჯერაც ჩვენ მისი მიღება შეგვიძლია – მეთქი.
– მაინც რამდენჯერ? – არ გვეშვება შეკითხვის მომცემი.
– მაინც, რაკი რიცხვი გაინტერესებთ, თხუთმეტჯერ შეიძლება გვეწვიოს სიყვარული? – ვიხუმრე.
– მეთექვსმეტე ბოზ*ბაა, ქალბატონო! – არ დააყოვნა ოტიამ”.
ავტორი