რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წარმატებით დასრულდა. სამშვიდობოს გამოიყვანეს ოთხივე მწყემსი, რომლებიც ადიდებული მდინარე რიონის მიერ დატბორილ საყანე ფართობში იყვნენ მოქცეულნი.
,, გურია ნიუსმა” მოახერხა საუბარი ჩაეწერა ცოლ-ქმართან, 80 წლის გრიგოლ და 70 წლის ეთერ მეფარიშვილებთან, რომლებიც მთელი დაძაბული დღის მიუხედავად, მხნედ გამოიყურებოდნენ.
მათ მადლობა გადაუხადეს ადამიანებს, ვინც მათ სამშვიდობოს გამოყვანაზე იზრუნა.