„ხალხის პროტესტმა კომუნისტებსაც კი გადააწევინა 9 აპრილის შემდეგ დაწესებული კომენდანტის საათი! „ოცნების“ ხელისუფლება კი, იმათზე უარესი აღმოჩნდა, რადგან ის, რაც ხდება, ამას დიქტატურის მეტი არაფერი ჰქვია“,_ ამის შესახებ განცხადება „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
ჭიჭინაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ურთულესი კრიზისი წინაშე ბედის ანაბარა დარჩენილ „ჩვეულებრივ ადამიანებს“, სუნთქვის გადასახადიც კი დაუწესეს და ჯარიმებს ახდევინებენ, ე.წ. პრივილეგირებული ფენა უპრობლემოდ განაგრძობს ცხოვრებას და გამდიდრებას.
„მოკლედ, დღეს „ოცნებას“ ქვეყნის მართვის არც ფინანსური, არც მორალური რესურსი არ გააჩნია. ამას კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით და ერთიანობით შევცვლით“,_ აცხადებს ჭიჭინაძე.