„ოცნება“ მარტში იმასაც გვპირდებოდა, ტურიზმს არაფერი ემუქრება, ყველაფერი კარგად იქნებაო და რა დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები, კი ვხედავთ.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და „ოცნების“ ხელისუფლებას კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობაში ადანაშაულებს.
„ამ ხელისუფლებას საერთოდ რა გაუკეთებია, რასაც დაგვპირდნენ და ახლა როგორ უნდა ვენდოთ, როდესაც გვპირდებიან, რომ მომავალ წელს თურმე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გვექნება?!
მითუმეტეს, არანაირი გეგმაზომიერი პოლიტიკა არ აქვთ, არც ფინანსებთან, არც ეკონომიკასთან და არც მკურნალობასთან მიმართებაში!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ხან ეთანხმებიან, ხან არა;
300 ათასმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ხელისუფლებას კი, 200 ლარიანი კომპენსაციით უნდათ რომ ქვეყანამ იარსებოს;
საერთაშორისო დახმარებებით შემოსული თანხები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას კი არ ხმარდება, ეს ფული მოგზაურობს და ხან კოვი 19-ის ფონდშია, ხან ბავშვების დახმარების ფონდში, ხანაც 200 ლარიანი დახმარებების… რეალურად კი, არავინ იცის სად გააქრეს;
სუბსიდირებებში ისევ ბანკები ჯდებიან წილში.
მოკლედ, ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ, როგორც საინფორმაციო, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
მაგრამ რასაც იბრალებდნენ, კოვიდს მოვერიეთ და მწვანე ზონად დავრჩითო, ეგ მწვანე ზონაც კი ვერ გამოიყენეს ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან ვერც ტურიზმს შეუწყვეს ხელი და 300 ათასი სამუშაო ადგილი ისე გაანადგურეს, ისიც კი არ იციან, რომ სამუშაო ადგილების შექმნას დრო სჭირდება და ეს ფინანსური კრიზირი არ არის, სადაც ფულს ჩაასხამ და ყველაფერი აღდგება.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე. (R)