“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სადავო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა რომ, მართალია კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ და ბეჭდურ მედიას არ შეეხება, თუმცა “არსებობს დამატებითი გამოწვევა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად” და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება.
“ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება, და მათ შორის არ ეხება ონლიანმედიასაც და დამატებითი გამოწვევა არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმები იქნება თუ სხვადასხვა ონლაინმედიებიდან, რა თქვა უნდა, არის გამოწვევა და დიდი ნაწილის საზოგადოებისა ინფორმაციას ამ მედიებიდან იღებენ და ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც, აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
ვრცლად: “რადიო თავისუფლება”