იუსტიციის სახლთან აქცია მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი გაუქმდა.
როგორც აქციაზე „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები არ დაუშვებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქართული მიწების შეძენა შეძლონ.
„ხელისუფლების კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა მოამზადეს 2 500 უცხოელის განაცხადი ქართული მიწების შესყიდვის შესახებ. დაელოდნენ არჩევნებს და ამის შემდეგ, ახალი კონსტიტუციის ძალაში შაესვლამდე, სამთავრობო კანტორად გადაქცეულ სასამართლოს მოახსნევინეს მორატორიუმი ქართული მიწების გაყიდვაზე. „ქართული ოცნება“ ამ ცხრა დღეში ცდილობს სამშობლოს გაყიდვის დიდი კუში მოხსნას, რასაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, _ აღნიშნა ბაღათურიამ.