“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ გმირთა მოედანზე, “ევროპული მარშის” დაწყების წინ განაცხადა:
“მთელი საქართველოს მასშტაბით ქართველი ხალხი დგას ფეხზე, საქართველო დღეს დგას ფეხზე და არჩევნებამდე 6 დღით ადრე კიდევ ერთხელ გვინდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. სრულიად დაშორებული ვართ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს: ხელისუფლება ირჩევს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას. დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით და ისე ერთსულოვანია ქართველი ხალხი, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი არასდროს არ დათმობს ევროპულ გზას და ამას უნდა შეეგუოს ქართული ოცნება. ძალიან ცოტა დრო რჩება და მინდა თქვენი ეთერით მივმართო მოქალაქეებს: მეგობრებო, ძალიან აქტიურად მუშაობს ქართული ოცნების პროპაგანდა, თითქოს ვინმე გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი: ვერასდროს ვერ გაიგებს ვერავინ, ვის მიეცით ხმა, ამიტომ დავდგეთ ხალხის მხარეს და 26 ოქტომბერს ერთიანობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ და გაიმარჯვებს საქართველო”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.