ისნის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” იმით იყო გამორჩეული, რომ მმართველი გუნდის ღიად კრიტიკას არასდროს ერიდებოდა. იგი ,,ქართულ ოცნებაში“ ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა.
ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება_,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან ათავისუფლებს.
“პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”,_აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
“გურია ნიუსი“ შეეცადა ჭიჭინაძის კოლეგებისგან გაეგო რამდენად სწორად მიაჩნიათ, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მისი პარტიიდან გარიცხვა და ამ კითხვით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ზაზა პაპუაშვილსა და რევაზ არველაძეს მივმართეთ.
დეპუტატებმა თემასთან დაკავშირებით საუბარს თავი აარიდეს. პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციას გაცნობის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
,,გურია ნიუსი“ საკითხთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: ჭიჭინაძე “ოცნებიდან” გარიცხეს _ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს