“ოცნების” ხელისუფლებამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში თავისი ექსპერტი არ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ფორმულამ” გაავრცელა, შემდეგ კი “ნეტგაზეთს” ეუთო/ოდირშიც დაუდასტურეს.
“ექსპერტთა მისიამ დაიწყო თავისი საქმიანობა და 24 თებერვალს დაასრულებს. მოსკოვის მექანიზმის პირობების შესაბამისად, სახელმწიფოს, რომლისგანაც მოითხოვეს ინფორმაცია – ამ შემთხვევაში საქართველო – ასევე შეუძლია ექსპერტის წარდგენა. ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა“, — განაცხადეს ODIHR-ში.”



































































