დღეს, ლანჩხუთში მმართველმა გუნდმა გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ოფიციალურად წარადგინა.
წარდგენა ქალაქის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად შემოსაზღვრულ სივრცეში გაიმართა და დასწრება წინასწარი მოწვევით იყო, დანარჩენ მოქალაქეებს კი ჯიბერებს მიღმიდან შეეძლოთ თვალყურის დევნება.
შეხვედრა “ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გახსნა და აქცენტი თავის გამოსვლაში გურულ იუმორსა და ქართულ პოლიტიკაში გურულთა დამსახურებაზე გააკეთა.
მმართველი გუნდის სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ კი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 20 მილიონი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მხრივ. არჩილ თალაკვაძემ კი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას არც მოქმედი მაჟორიტარი დაივიწყა და მას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
მისი თქმით, მომავალ პარლამენტში გურია სამივე მუნიციპალიტეტით იქნება წარმოდგენილი _ ჩოხატაურიდან ჩიგოგიძე, ლანჩხუთიდან _ წილოსანი და ოზურგეთიდან თავად.
შეხვედრა ვასილ ჩიგოგიძის გამოსვლით დასრულდა და ჯერი სამახსოვრო ფოტოების გადაღებაზე მიდგა, მაშინ კი დისტანციის დაცვის წესები აღარავის გახსენებია.
დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას სამღვდელოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.