კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს.
_ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს.
_ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება.
– ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ.
დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს.
“ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან
– თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ”, _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
წყარო” “ახალი თაობა”