საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი დეპუტატი გოგა გულორდავა ამბობს, რომ ვინმესთვის ნარკოტიკის ჩადებაზე საუბარი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ ტენდენციურები, თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და ასეთი განცხადებების უაპელაციოდ გაკეთება, თან ისე, რომ არ იცნობდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, პირდაპირ ურტყამს როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურას და სასამართლოს,” _ აღნიშნავს პარლამენტარი.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გოგა გულორდავა სპეციალობით სამართალმცოდნეა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.
2000-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში მთავარი კონტროლიორის თანამდებობაზე მუშაობდა;
2004-2011 წლებში შპს „მედია ალიანსიში“ იურისტი იყო;
2008-2011 წლები სპს „თბილისის იურიდიული ცენტრი“ _ იურისტი;
2009-2012 წლები _ შპს „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრი, დირექტორი;
2011-2013 წლები _ შპს „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“, დირექტორი;
2013-2016 წლებში გოგა გულორდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა.