„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში”, – დასძინა მდინარაძემ.