ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ევროპული საქართველოდან” ამირან გიგინეიშვილი ფეისბუქზე პარლამენტში გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთში მდებარე ბიუროს კარზე არსებული აბრის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ”ქართული ოცნების” ლოგოა გამოსახული.

”ბატონო ვასილ ჩიგოგიძე / Vasil Chigogidze მე კი მაქვს ვერსია, მაგრამ იქნებ თქვენ ახსნათ ეს აბრა რას ნიშნავს?” _ კითხვას სვამს საკრებულოს წევრი ფოტოს შესახებ და განმარტავს, რომ კანონით საჯარო სამსახურის შესახებ სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.
აღნიშნულის თაობაზე მაჟორიტარი დეპუტატის ლანჩხუთის ბიუროში კომენტარი არ გააკეთეს.
































































