“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის საგანგებო სხდომა უკვე დაიწყო.
სხდომის დაწყებამდეუმრავლესობის ლიდერებს არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ.
არსებული ინფორმაციით გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე მიმდინარე დაპირისპირებაზე უნდა იმსჯელოს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ეკა ბესელიას პროტესტი და ხმაურიანი განცხადებები იქნება.
კითხვაზე _ განიხილება თუ არა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი, დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ეს დღის წესრიგში არ დგას.
მმართველი გუნდის საგანგებო სხდომას, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.