დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ თოვლმა დააზიანა, ჩატეხა სახურავი ძველი შენობის, სადაც დაახლოებით 28 ოჯახი ცხოვრობს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფება აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა რამდენიმე ოჯახი თავს იკავებს.
ოჯახებს შენობაში ნივთები და ტექნიკა აქვთ, ისინი ნივთების გამოტანას ცდილობენ.
წყარო: ბათუმელები































































