როკის ლეგენდის, ოზი ოსბორნის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ.
ჯერ ისევ დაუსათაურებელ პროექტზე, რომელიც ბიოგრაფიული დრამა იქნება, „Polygram Entertainment“ იმუშავებს, სცენარს კი ოსკარის ნომინანტი ლი ჰოლი დაწერს. ნაწარმოების სიუჟეტი, ძირითადად, ოზისა და მისი მეუღლე შერონის ხანგრძლივ ურთიერთობას დაეფუძნება.
ოჯახისადმი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2002 წელს MTV-მ სატელევიზიო რეალითი შოუ „ოსბორნები“ დაიწყო.
წყვილის შვილები, ჯეკ ოსბორნი და ეიმი ოსბორნი, თავიანთი საპროდიუსერო კომპანია „Osbourne Media“-თი ასევე ჩართულები იქნებიან პროექტზე მუშაობის პროცესში. კომპანიამ ოზი ოსბორნზე უკვე შექმნა ორი დოკუმენტური ფილმი: ღმერთმა დალოცოს ოზი ოსბორნი (2011) და ბიოგრაფია: ოზი ოსბორნის ცხრა სიცოცხლე (2020).
ცხადია, ფილმში განსაკუთრებული როლი ექნება მუსიკასაც. კინოსურათისათვის სიმღერებს ოზის ბენდი „Black Sabbath“-ისა და მომღერლის სოლო რეპერტუარიდან შეარჩევენ.