თბილისში ძიუდოში გოგონათა შორის , შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და შინ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ძიუდოს სექციის სპორტსმენი , მარი დავითაძე.
იგი შეჯიბრის პრიზიორი გახდა. მარი დავითაძეს ღონისძიების ორგანიზატორებისგან სიგელი , მედალი და თასი გადაეცა.
მწვრთნელი – დავით ჩიკაშუა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.






































































