ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, რომლის მაქსიმალური ქულა იყო 80, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრისთვის, სკოლებიდან ამ ეტაპისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი 74-74 ქულა #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქეთევან ჯაფარიძემ და #4 საჯარო სკოლის კურსდმათავრებულმა ანი ტრაპაიძემ მიიღეს.
73-73 ქულა აქვთ #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ანანო მჟავანაძეს და ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს თამარ ჯულაყიძეს.
72 ქულა მიიღო #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ნიქაბაძემ.
71 ქულა აქვს ცხემლისხიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ნატალია ჭანუყვაძეს.
70-70 ქულა მიიღეს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი ბაჯელიძემ, დვაბზუს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თედო შარადენიძემ და გურიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლაურა ქინლაძემ.
რაც შეეხება ქიმიას, რომლის მაქსიმალური ქულა 75 იყო _ ოზურგეთში ყველაზე მაღალი 73 ქულა მიიღო #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა რეზო სარიშვილმა. 71 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს მარიამ ნიქაბაძეს.