ქალთა ანსამბლი ,,სათანაო“, რომლის ბირთვს ქალ მგალობელთა ჯგუფი წარმოადგენს და რომლის შემადგენლობაში ოზურგეთელი უნიჭიერესი მუსიკოსი ნანა მჟავანაძეა, ახლახან ისრაელში მიიწვიეს. თელ-ავივსა და ხაიფაში მათ წარმატებული კონცერტი გამართეს და მაყურებელი აღაფრთოვანეს.
_ შესრულდა, როგორც საგალობლები ასევე ხალხური და ქალაქური სიმღერები. ოზურგეთელთათვის ეს წარმატება მეტად სასიამოვნოა, რადგან მისი ორი წევრი ოზურგეთელია: ლელა ურუშაძე, ცნობილი ლიხაურელი მომღერლის კარლო ურუშაძის შვილიშვილი და ნანა მჟავანაძე, ცნობილი ეთნომუსიკოსი, ოზურგეთელი კოლორიტისა და პოეტის, თამაზ ხარაიშვილის მეუღლე, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს და უდიდეს ეროვნულ საქმეს უხმაუროდ აკეთებს, – წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი ავთო ბერიშვილი.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად გიამბობთ ეთნომუსიკოს, ნანა მჟავანაძის მოღვაწეობის შესახებ.