დღეს, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ირინა ქავჟარაძე განათლების და მეცნიერების სამინისტროში ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.
_ სამეულში მოვხვდი. 2019 წელს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაში , ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამივე ეტაპი წარმატებით გავიარე. დღეს დამაჯილდოეს. მიხარია, რომ ოზურგეთიდან ეს პირველი შემთხვევაა. გადმომცეს 500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი. მინდა, მეტი და მეტი გამარჯვება ვუსურვო , როგორც საკუთარ თავს, ისე ყველა ჩემს მეგობარს. ახლა გზაში ვარ, უკვე ვბრუნდები დედაქალაქიდან და როცა შეგხვდებით, უფრო მეტად შევძლებ, გიამბოთ ყოველივე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, _ გვითხრა მან სატელეფონო საუბრისას.
„გურია ნიუსი“ წარმატებას უსურვებს ირინა ქავჟარაძეს.