ევროპის ჩემპიონატზე ოზურგეთელი იური ლომაძის მეტოქე ფინალში გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი ფრანკ სტაებლერია.
ფინალური თამაშები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, სადაც 2 ქართველი ფალავანი იასპარეზებს.
ბრინჯაოს მედლისათვის ამირან შავაძე (60 კგ) იჭიდავებს.
ინფორმაციისთვის, ნახევარფინალში იური ლომაძემ გაიმარჯვა თურქ სელჩუკ ჩანთან.