სტამბულში მიმდინარე “ვები ემრეს” სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე გახდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა პირველ საფინალო დღეს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) აზერბაიჯანელ ქამრან მამადოვას 7:1 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.