ოზურგეთელი მამაკაცი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ჩოხატაურში გუშინ დააკავეს. როგორც გვითხრეს, ჩხრეკისას მას, დაახლოებით, 3000 ლარის ოდენობის ყალბი ფულიც ჰქონდა
“ჩოხატაურში მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, სავარაუდოდ, ყალბი კუპიურებიც აღმოაჩნდა. დანიშნულია ექსპერტიზა”,_ უთხრეს “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.