ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი მენაბდის ფილმი “სისხლი“ ლოს-ანჯელში გამართული Lift-Off Film Festival კონკურსზე მოხვდა. “სისხლი“ 2017 წელს გადაღებული ფილმია და ის ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის შექმნილი.
ლოს-ანჯელესში ეს ფესტივალი უკვე 25 წელია, იმართება.
“მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც გავიგე, რომ ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში არის წარდგენილი “სისხლი“. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟიური, მაგრამ ეს უკვე ჩემთვის გამარჯვებაა. 5 000 ფილმში შორის აირჩიეს ეს ფილმი და მოხვდა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
2020 წლის ბოლოს ლონდონში გამართულ ფესტივალში მიიღო ფილმმა მონაწილეობა და სწორედ იქ დაინტერესდნენ პროდიუსერები.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ფესტივალს ნომინანტები არ ესწრებიან, ხმის მიცემა მიდის, როგორც ჟიურის წევრებით, ასევე, Vimeo საშუალებით, რაც ფასიანია და 15$ ღირს. _ გვითხრა ფილმის რეჟისორმა. გამარჯვებული ფილმის ავტორი გაემგზავრება ლონდონში ან ლოს-ანჯელესში “Pinewood Studios”. და თუ გავიმარჯვებ მოვიპოვებ 75 000$-მდე პროექტის დაფინანსებას, _ გვითხრა ფილმის რეჟისორმა.
ეს უკვე მე-8 საერთაშორისო ფესტივალია, სადაც „სისხლი“ ოფიციალურ სელექციაშია.
ფილმში მონაწილეობენ: ჯემალ კეჭაყმაძე, ნინო ჯუღელი, ლუკა მათითაიშვილი და გენადი ნიკოლაიშვილი.