18 იანვარს ბათუმში, ბონის კულტურის სახლში კიოკუშინკაი კარატეში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა.
აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოდან 200 – ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა, ოზურგეთისა და ურეკის ტაეკვანდოს სექციის კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს და შინ ბრინჯაოს მედკებით დაბრუნდნენ:
გიორგი ჟორდანია III ადგილი – 12 წლის ( 40 კგ.)
თეიმურაზ ბუცხრიკიძე III ადგილი – 13 წლის ( 43 კგ. )
სოფიკო დიასამიძე III ადგიკი – 16 წლის ( 50 კგ.)
ასპარეზობები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით ფინალები და ნახევარფინალები.
შეჯიბრი კიოკუშინკაი კარატეს აჭარის ფედერაციის და მისი პრეზიდენტის, ლევან ცინცაძის მიერ იყო ორგანიზებული.
მაღალი კონკურენციის გამო, ბევრი ძლიერი სპორტსმენი მედლის გარეშე დარჩა.
ოზურგეთელი კარატისტები შეჯიბრისათვის მწვრთნელებმა ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს.