დღეს, ოზურგეთის წმინდა სტეფანეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში წირვა აღევლინა. დღეს წმინდა სტეფანეს ხსნების დღეა.
წმინდა სტეფანე იყო მოციქული, რომელიც ქრისტეს სიკვდილის და აღდგომის შემდეგ ქადაგებდა მის სიტყვას. მოციქულმა ერთ დღეს განაცხადა, რომ ნახა იესო ზეცაში ღმრთის მარჯვნივ მჯდომარე. ამაზე იუდეველები განრისხდნენ და იგი სიკვდილით დასაჯეს, ჩაქოლეს, თუმცა, ამ დროსაც კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის.
წირვას საქართველოს ლათინკათოლიკეთა სამოციქულოს ადმინისტრატორი მეუფე ჯუზეპე პაზოტო დაესწრო.
კათოლიკეებმა დღეს ტაძრის იუბილეც აღნიშნეს. ოზურგეთის წმინდა სტეფანეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში 14 წლის წინ აღევლინა წირვა.